вторник, 27 сентября 2022 г.

ეკო-კლუბი ,,მწვანე ნაკვალევი"

სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლა  2022-2023 სასწავლო წელს VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას ეკო-კლუბში.                რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულ

https://forms.gle/VpAP7sG4GvSeKqkc6

ეკო-კლუბის სახელწოდება : ,,მწვანე ნაკვალევი

კლუბის სლოგანი: „შენ არ მიგიღია დედამიწა  მემკვიდრეობით შენი წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ“

                                ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი  


  კლუბის ემბლემა:

   ეკო კლუბის წესდება:

    1.ზოგადი დებულებები

1.1. სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლის სასკოლო ეკო კლუბი ,,მწვანე ნაკვალევი” დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში.

1.2 . კლუბი დაფუძნებულია ერთი წლის  ვადით.

1.3 კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.

1.4 კლუბის იურიდიული მისამართისაქართველო, თბილისი  ვარკეთილი 3, II მ/რ

    2. კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1. ცოცხალი სამყაროს შესწავლის მიმართ ინტერესის გაზრდა;

2.2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.

2.3მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;

2.4კონფერენციებისსემინარებისტრენინგებისკონკურსების განხორციელება;

2.5. მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების განვითარება;

2.6. მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების შეძენა.  

2.7. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგენლობის გაზრდა.

2.8. ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილების შეძენა.

2.9. გარემოს დაცვითი აქტივობების  განხორციელება; 

2.10კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობარომელიც ემსახურება კლუბის მიზნებსინტერესებსორიენტირებულია შედგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. კლუბში  გაწევრიანება :

3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;

3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის  VII-XII კლასის    მოსწავლერომელიც იზიარებს    კლუბის მიზნებს.

3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ბმულზე ან მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით).

3.4.  კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.

3.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაშიდაიცვას წესდების მოთხოვნებიშეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

3.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზერომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.

3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევეკლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება   კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს, აგრეთვე მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ.

4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:

4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგანრომელთა რაოდენობაა არა უმეტეს  20   მოსწავლისა;

4.2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორირომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს    კლუბის საქმიანობას   სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას,  დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრებიმიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.

4.3. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებშიხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას ერთპიროვნულად.

4.4. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დაამტკიცოს სამოქმედო გეგმადაამტკიცოს კლუბის წესდებააირჩიოს კლუბის ლიდერი.

4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.

5. კლუბის მუშაობა

5.1. კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერგარდა არდადეგების პერიოდისა;

6. კლუბის რეორგანიზაცია  და  საქმიანობის  შეწყვეტა:

6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ დებულებით.

6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდებასაერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

7დასკვნითი  დებულება:

7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.

7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.

კლუბის კურატორი:   ბიოლოგიის მასწავლებელი    ეკა უჩანეიშვილი .