გაკვეთილის გეგმები

იხილეთ ჩემი გაკვეთილის გეგმები


კლასი: მე-8 
საგანი/საგნები:ბიოლოგია
მოსწავლეთა რაოდენობა:
29  მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე არ ირიცხება

გაკვეთილის სასწავლო მიზანი:
ბიოლოგია
მოსწავლემ შეძლოს
·         აღწეროს  სასიცოცხლო პროცესი სუნთქვა და  მისი ფუნქციები
·         დაუკავშიროს და ამოიცნოს  სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოები   სასუნთქი სისტემის ორგანოებს
·         იმსჯელოს   გაზთა  ცვლაზე ფილტვებსა და ქსოვილებში და ილუსტრაციაზე ამოიცნოს შესაბამისი პროცესი
·         შეადაროს    ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის შემადგენელი   აირების პროცენტული მაჩვენებელი

      მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლე აღწერს სასიცოცხლო პროცეს  სუნთქვას და საუბრობს მის მნიშვნელობაზე, ილუსტრაციაზე  ამოიცნობს და ახასიათებს  სასუნთქი სისტემის ორგანოებს , აკავშირებს ცალკეულ ორგანოებს შესასრულებელ  ფუნქციებთან , მსჯელობს გაზთა ცვლაზე ფილტვებსა და ქსოვილებში,  ადარებს ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის შემადგენელი აირებს .
    
       ესგ მისაღწევი შედეგები: 
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
·           ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი);
·           აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
·           სქემატურად გამოხატავს გარემოსა და ორგანოთა სისტემებს შორის ნივთიერებათა (მაგ., აირები, წყალი, საკვები, ცხოველქმედების პროდუქტები) მიმოცვლას და მსჯელობს მის  მნიშვნელობაზე;
მსჯელობს საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის სისტემების ფუნქციების ურთიერთკავშირის შესახებ, ადგენს  სქემებს;

       
თანმიმდევრობა
აქტივობა და დრო: 
1 გამოწვევა
ü  აქტივობა  1.  საორგანიზაციო საკითხი                          მთელი კლასი              2 წთ          
 აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს ვაცნობ თემას, მიზანს, აქტივობებს, შეფასების კრიტერიუმებს.

ü  აქტივობა  2.    ფრონტალური  კითხვები                       მთელი კლასი             7 წთ
 აქტივობის მიზანი: მოხდეს  წინარე ცოდნის გააქტიურება . მოსწავლე პასუხობს  მასწავლებლის  მიერ დასმულ  კითხვებს
           განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად გამოიყენება  ,,გამოსაძახებელი ჩხირები ‘’
      
    აქტივობის აღწერა
§  რა პროცესია სუნთქვა?
§  ჩამოთვალე  და ილუსტრაციაზე ამოიცანი სასუნთქი სისტემის ორგანოები:
§  ჩამოთვალე სისხლძარღვის ტიპები;
§  რას ნიშნავს არტერიული სისხლი, ვენური სისხლი?
§  როგორი სისხლი მოძრაობს ფილტვის არტერიაში და რომელი ორგანოსკენ მიედინება ის?
§  როგორი სისხლი მოძრაობს ფილტვის ვენაში?
§  აღწერე ფილტვი როგორც ორგანო და  მოდელზე ამოიცანი ის

2. შინაარსის რეალიზება

ü  აქტივობა 3 კოგნიტური სქემის შედგენა                         მთელი კლასი                  6 წთ
ქტივობის მიზანი: მოსწავლე   ჩემი  დახმარებით აგებს კოგნიტურ სქემას ატმოსფერულ ჰაერში შემავალი ნივთიერებები, ცხრილის გამოყენებით  ადარებს  ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის  შემადგენელი ნივთიერებების პროცენტულ მაჩვენებელს
აქტივობის აღწერა.    მაგნიტურ დაფაზე  წარმოვადგენ  საკვანძო სიტყვას - ,, ჰაერი“  , მოსწავლეეს  ვთხოვ შექმნან კოგნიტური სქემა  - ჰაერის შემადგენელი ნივთიერებები,  წარმოადგინონ  ქიმიური სიმბოლოს , ფორმულის სახით, სქემაზე  მოსწავლეები წარმოადგენენ თითოეული აირის პროცენტულ მაჩვენებელს  ჩასუნთქულ ჰაერში
( ატმოსფერული ჰაერი) .  ამის შემდეგ წარმოვადგენ ცხრილს-  (დანართი  1  ) სადაც წარმოდგენილია ამოსუნთქული ჰაერის შემადგენელი აირები  პროცენტული მაჩვენებლით, მოსწვლეს ვთხოვ შეადაროს  ჩასუნთქული და ამოსუნთქული  ჰაერი და ისაუბრონ მსგავსება -განსხვავებაზე .
 
მიღებული ცოდნის საფუძველზე  უკუკავშირისთვის   კლასში  დასმული    კითხვა:
§  რომელი აირის რაოდენობა  შეიცვლება ამოსუნთქულ ჰაერში  და რატომ?

ü  აქტივობა 4. სადემონსტრაციო ცდა  - ნახშირორჟანგის აღმოჩენა  მთელი კლასი   5 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა აღმოაჩინონ  ნახშორორჟანგი და უკეთ გაიაზრონ,  ის რომ ამოსუნთქულ ჰაერში მეტი ნახშირორჟანგია ვიდრე ჩასუნთქულ ჰაერში
აქტივობის  აღწერა
             მოსწავლეებს   ვაწვდი ინფორმაციას , რომ ჰაერში ნახშირორჟანგის აღმომჩენი  რეაქტივი-
             კირიანი წყალია,  რომელიც ნახშირორჟნგის არსებობისას იმღვრევა უხსნადი მარილის-        
             კალციუმის კარბონატის  წარმოქმნის გამო.
             -მოსწავლეებს ვთხოვ ფორმულის სახით წარმოადგინონ  კალციუმის კარბონატი-CaCO3
                      მოსწვლეების  დახმარებით წარმოვადგენ  მარტივ  სადემონსტრაციო  ცდას .  ავიღებ 2 კოლბას, თითოეულ კოლბაში   მოვათავსებ ერთნაირი კონცენტრაციის და რაოდენობის  კირიან წყალს ,  ერთ კოლბაში  შპრიცით  შევუშვებ ჰაერს, მეორეში კი მილით ფრთხილად ჩავბერავ ჰაერს.  დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს:
§  რა დაემართა სითხეს პირველ და მეორე კოლბაში?
§  რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
§  რა დასკვნას გააკეთებთ?
ü  აქტივობა 5.    ინტერაქტიული მინილექცია                   მთელი კლასი                  10 წთ
აქტივობის  მიზანი: მოსწავლემ მასწავლებლის მინილექციის საფუძველზე შეძლოს აღწეროს ,  განასხვაოს  და ილუსტრაციაზე ამოიცნოს აირთა ცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში 
აქტივობის არწერა
ილუსტრაციებზე დაკვირვებით  (დანართი #2, სახელმძღვანელო)  ვატარებ ინტერაქტიულ მინილექციას , განვიხილავ აირთა ცვლას ფილტვებსა და ქსოვილებში:   
   ფილტვის ყველ ალვეოლი შეფუთულია კაპილარული ქსელით. კაპილარების და ალვეოლების  თხელი ,  ერთშრიანია კედელი მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და ხდება გაზთა ცვლა.  ფილტვის ალვეოლში მაღალია ჟანგბადის შემცველობა, ხოლო კაპილარებში კი ნახშირორჟანგის,  ხდება დიფუზია ; კაპილარიდან ალვეოლში გადადის ნახშირორჟანგი,  ხოლო  ალვეოლიდან კაპილარში გადადის  ჟანგბადი , სადაც ერითროციტების ჰემოგლობინს უკავშირდება  (დანართი #3).    ალვეოლსა და კაპილარს შორის  ხდება გაზთა ცვლა და წარმოიქმნება არტერიული სისხლი.  იმისათვის, რომ   მოსწავლებმა  უკეთ შეძლონ  სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის სისტემის   დაკავშირება , ვთხოვ გაიხსენონ  და  უპასუხონ შემდეგ შეკითხვას:
§  სად ჩაედინება  ფილტვებიდან  წამოსული არტერიული  სისხლი?
§  სისხლის მიმოქცევის რომელი წრე უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში?
    ამის შემდეგ მოსწავლეებს ილუსტრაციაზე დაკვირვებით  (სახელმძღვანელო გვ 77),  წარმოუდგენ   პროცესის მიმდინარეობას ქსოვილებში, ის რომ უჯრედში წვის პროცესების მიმდინარეობისას იხარჯება ჟანგბადი, ხოლო ნახშირორჟანგი ქსოვილურ სითხეში გამოიყოფა . ამიტომ კაპილარებით მიტანილი არტერიული სისხლიდან ჟანგბადი ქსოვილურ სითხეში, შემდეგ უჯრედში დიფუზიით  გადადის ( მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ დიფუზიის პროცესი).  ის ერთვება ნივთიერებათა ცვლის პროცესში  ნახშირორჟანგი კი ქსოვილური სითხიდან  სისხლში შეაღწევს. ამრიგად , არტერიული სისხლი ვენურად გარდაიქმნება.    
     იმისათვის,  რომ ფილტვებში მუდმივად მიმდინარეობდეს გაზთა ცვლა, აუცილებელია ფილტვის ალვეოლებში  გამუდმებით შედიოდეს  ჰაერის ახალი ნაკადი.

მოსწავლეთა უკუკავშირისთვის  კლასში დასმული კითხვები:

§  რომელი აირი ტოვებს ალვეოლს და გადადის კაპილარში?
§  რამდენშრიანია კაპილარი და ალვეოლის კედელი ?
§  სად მდებარეობს ქსოვილური სითხე?
§  რომელი აირი გადადის ქსოვილური სითხიდან კაპილარში და პირიქით
§  სისხლის რომელი უჯრედი იკავშირებს ჟანგბადს და  რა განაპირობებს ამ კავშირს?
§  რა პროცესია ჟანგვა? მოიყვანე სათანადო მაგალითი  ყოველდღიური ცხოვრებიდან,

ü   აქტივობა 6. საშინაო დავალება                                                     მთელი კლასი         1 წთ
მოიძიეთ ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ.  წარმოადგენთ ელექტრონული პრეზენტაციის სახით .

ü  აქტივობა 7.  შეფასება                                                                      ჯგუფური  სამუშაო       5 წთ
მოსწავლეებს ურიგდება შეფასების რუბრიკა                     
შეფასება თვითშეფასების ანკეტა

         
 გამოვიყენებ  განმავითარებელი შეფასების ისეთ ინსტრუმენტებს როგორიცაა: კითხვა-პასუხი, გამოსაძახებელი ჩხირები, თვითშეფასების ანკეტა, და სხვა. განმსაზღვრელ შეფასებას ( აქტივობა 2 და 3)  წინასწარ მომზადებული რუბრიკის მიხედვით. დანართი # 4
 
 რესურსები:

მაგნიტური დაფა, მარკერი , სქემა , ილუსტრაცია, სახელმძღვანელო, კოლბა, კირი, წყალი შპრიცი, მინის მილი , თვითშეფასების ანკეტა,  კომპიუტერი. გამოსაძახებელი ჩხირები










დანართი  # 1
აირი
ჩასუნთქული ჰაერი
ამოსუნთქული ჰაერი
აზოტი
79%
79%

ჟანგბადი
20%
16%

ნახშირორჟანგი
0,04%
4%

ორთქლი და სხვა აირები
0,96
1%



დანართი 2

                              




 დანართი 3



შეფასების რუბრიკა      
შედეგი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10

ინფორმაციის გახსენებაზე ორიენტირებული სამუშაო, მოსწავლე ადარენბს,  ამოიცნობს, სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოებსა და ფუნქციებს,
არ იცის მასლა და შესაბამისად ვერ პასუხობს უმარტივეს კითხვებს
ცდილობს მაგრამ უჭირს  ინფორმაციის გახსენება,  ძნელად პასუხობს უმარტივეს კითხვებს
იცის მაგრამ არამყარად, უჭირს ჩამოყალიბება, დასაბუთება
მცირე ხარვეზებით ფლობს მასალას და პასუხობს  შესაბამის კითხვებს
ძალიან კარგად სრულყოფილად აყალიბებს  მიზანს, განსაზრვრავს სპეციფიკურ დეტალებს
ტერმინოლოგიის ფლობა, ადარებს ჩასუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერში აირთა პროცენტულ მაჩვენებელს და აღწერს  აირთა ცვლას ფილტვებსა და ქსოვილებში
არ იცნობს ტერმინებს,  ვერ ადარებს აირთა მაჩვენებელს ჰაერში, ვერ აღწერს აირთა ცვლას ფილტვსა და ქსოვილებში
ნაწილობრივ ფლობს ტერმინებს მაგრამ არაადეკვატურად იყენებს, ვერ ადარებს აირთა მაჩვენებელს ჰაერში, ვერ აღწერს აირთა ცვლას ფილტვსა და ქსოვილებში
ნაწილობრივ ფლობს ტერმინებს, ნაწილობრივ  ადარებს აირთა მაჩვენებელს ჰაერში, უჭირს  აირთა ცვლის  აღწერა ფილტვებსა და ქსოვილებში
კარგად ფლობს ტერმინებს და ადეკვატურად იყენებს მათ, ადარებს აირთა მაჩვენებელს ჰაერში,  მცირე ხარვეზებით აღწერს   აირთა ცვლას  ფილტვებსა და ქსოვილებში
ძალიან კარგად ფლობს ტერმინებს და ადეკვატურად იყენებს მას ,  ადარებს აირთა მაჩვენებელს ჰაერში, სრულყოფილად არწერს  აირთა ცვლას ფილტვებსა და ქსოვილებში 
                                                                                                                    


მოსწავლის სახელი და გვარი



რა ვიცი

რა გავიგე

რა მინდა რომ  ვიცოდე





Комментариев нет:

Отправить комментарий