შემაჯამებელი სამუშაო
კლასი: XI
თემა: ორგანიზმის გამრავლება და განვითარება
I ვარიანტი
1.
ინტერფაზის S ფაზამდე ქრომოსომა შედგება დნმ-ის:
ა)1 მოლეკულისგან. ბ)2 მოლეკულისგან. გ)3 მოლეკულისგან.
2.
რამდენი
ქრომოსომა და რამდენი ქრომატიდი იქნება ადამიანის ახლადწარმოქმნილ სომატურ
შვილეულ უჯრედებში.
3.
რას
უკავშირდება G1 ფაზაში რიბოსომების წარმოქმნა.
4.
გენეტიკური
მრავალფეროვნება იზრდება:
ა)უსქესო გამრავლების დროს. ბ)სქესობრივი
გამრავლების დროს. გ) ორივე შემთხვევაში
5.
დნმ-ის
ახლად წარმოქმნილ ნუკლეოტიდებს ერთმანეთზე
გადააკერებს:
ა)რნმ პოლიმერაზა ბ)დნმ პოლიმერაზა გ)ჰელიკაზა
6.
განასხვავეთ დნმ-ი რნმ-სგან
3 ნიშნით.
7.
ჩამოთვალეთ
უსქესო გამრავლების სახეები.
8.
ჰომოლოგიურ
ქრომოსომებს შორის მონაკვეთების გაცვლას ეწოდება.
ა)კონიუგაცია ბ)კროსინგოვერი გ)გენთა
შეჭიდულობა
9.
სომატური
უჯრედების ტიპიური გაყოფაა:
ა)მიტოზი ბ)I მეიოზი გ)II მეიოზი
10. მიმართულებით სხეულაკებს წარმოქმნის:
ა)კვერცხუჯრედი ბ)სპერმატოზოიდები გ)ორივე
11. რამდენ
ქრომატიდს შეიცავს სომატური უჯრედის თითოეული ქრომოსომა?
ა) მეტაფაზაში-1 და
ანაფაზაში-1
ბ) მეტაფაზაში-1 და
ანაფაზაში-2
გ) მეტაფაზაში-2 და ანაფაზაში-2
დ) მეტაფაზაში-2 და
ანაფაზაში-1
12. სამშრიან ჩანასახს ეწოდება.
ა)ბლასტულა. ბ)გასტრულა. გ) ნეირულა.
13. ამოიცანი ილუსტრაცია
მიტოზს ეკუთვნის თუ მეიოზს; მოცემულ ფაზას
მიუწერე შესაბამისი სახელი:
14. მოძებნეთ ლოგიკური წყვილები და დააკავშირეთ:
ღვიძლი
ენტოდერმა თირკმელები
მეზოდერმა კანი
ექტოდერმა მენჯის ძვალი
15. მოცემულია გენის სეგმენტი
(კოდი). ქვეშ დაუწერეთ მისი შესაბამისიი-რნმ-ის კოდონები
და ტ-რნმ-ის ანტიკოდონები: დნმ: ა გ თ - თ თ ა -
გ ც ა
ი-რნმ:
ტ-რნმ
16.
როგორი პოსტემბრიონული განვითარება ახასიათებს ბაყაყს? აღწერე მისი განვითარების ეტაპები .
II ვარიანტი
1.
ინტერფაზის S ფაზაში
ყოველი ქრომოსომა შეიცავს დნმ-ის:
ა)ერთ მოლეკულას. ბ)2 მოლეკულას. გ)3 მოლეკულას.
2.
რამდენი ქრომოსომა და რამდენი ქრომატიდი
იქნება ადამიანის სასქესო უჯრედის
მეტაფაზა I- ში?
3. რას უკავშირდება
ინტერფაზაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიტოქონდრიების წარმოქმნა.
4. შვილეული ქრომოსომები ერთმანეთს სცილდებიან:
ა)პროფაზაში ბ)მეტაფაზაში გ)ანაფაზაში
დ)ტელოფაზაში
5. დნმ-ის ორმაგ სპირალს ორ ჯაჭვად შლის:
ა)დნმ პოლიმერაზა
ბ)რნმ პოლიმერაზა გ)ჰელიკაზა
6. ჩამოთვალეთ რნმ-ის
ფორმები.
7. რა არის ანტიკოდონი
8. ქრომოსომთა ჰაპლოიდური კომპლექტი გვხვდება:
ა)სომატურ
უჯრედებში ბ)გამეტებში გ)ორივეში
9. ჰომოლოგიური
ქრომოსომების ჩაგრეხვის პროცესს ეწოდება:
ა)კონიუგაცია ბ)კროსინგოვერი გ)გენთა შეჭიდულობა
10. დაასრულე წინადადება: პირდაპირი განვითარების დროს
.......................
11. ი-რნმ-ისთვის მატრიცას
წარმოადგენს:
ა) ტ-რნმ ბ) დნმ-ის ერთ-ერთი ჯაჭვი გ)
რ-რნმ
12. რამდენ
ქრომატიდს შეიცავს სომატური უჯრედის თითოეული ქრომოსომა?
ა) პროფაზაში-1 და ტელოფაზაში-1
ბ) პროფაზაში -1
და ტელოფაზაში-2
გ) პროფაზაში-2 და ტელოფაზაში-1
დ) პროფაზაში-2
და ტელოფაზაში-2
14. იპოვეთ ლოგიკური წყვილები და დააკავშირეთ:
ექტოდერმა კუნთოვანი სისტემა
ენტოდერმა მხედველობის ორგანო
მეზოდერმა გული
ფილტვები
15. მოცემულია დნმ-ის სეგმენტი. ქვეშ დაუწერეთ მისი შესაბამისი ი-რნმ-ის
კოდონი და ტ-რნმ-ის ანტიკოდონები: დნმ: ც გ ა - გ ა ა -ცათ
ი-რნმ:
ტ-რნმ:
Комментариев нет:
Отправить комментарий