ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
თარიღი:27.10.2018
საგანი: ბუნება
მოსწავლის სახელი გვარი: .....................
მასწავლებლის სახელი, გვარი: ეკა უჩანეიშვილი
მიმართულება: ადამიანი და გარემო
გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული)
1bun.V.1. moswavles
SeuZlia praqtikul aqtivobebSi monawileoba da
kvleviTi unar-Cvevebis
demonstrireba
|
მოკლევადიანი მიზანი (ერთი მოკლევადიანი
მიზანი განისაზღვრება 4-6 კვირის ვადით, სასწავლო წლის მანძილზე სსსმ მოსწავლისთვის
შედგენილი უნდა იყოს 6-7 მოკლევადიანი მიზანი)
1.1
|
მოსწვლეს შეუძლია sabunebismetyvelo mecnierebebisა და
მეცნიერული კვლევის მეთოდის- დაკვირვება დასახელება , კვლევის ხელსაწყოების გამოყენება.
|
ჩამოწერეთ
მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა
თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე
|
რესურსი
|
|
1
|
მოსწავლეს ვესაუბრები ვინ
და როგორ სწავლობენ ბუნებას, ყველაფერი რაც სამყაროში არსებობს მეცნიერების რომელიმე
დარგის საგანია, ვთხოვ წაიკითხოს წიგნში მეცნიერების
განმარტება და თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ტექსტის შინაარსი. ავუხსნი ფიზიკის,
ქიმიის ,ბიოლოგიის, გეოგრაფიის შესწავლის
ობიექტებს. ვთხოვ, ილუსტრაციაზე (ირემი ტყეში, პლანეტები, ქიმიური
ჭურჭლები, მაგნიტი, მთის ეკოსისტემა) ამოიცნოს ქიმიის , ბიოლოგიის, ფიზიკის,
გეოგრაფიის შესწავლის შესაბამისი
ილუსტრაცია და საკუთარი სიტყვებით დაახასიათოს თუ რას შეისწავლის მაგ: ბიოლოგია, ქიმია
|
ილუსტრაცია, სახელძღვანელო
|
2
|
მოსწავლეს შევახსენებ,
რომ სამყაროს მეცნიერების სხვადასხვა დარგები
შeისწავლის, მეცნიერი ის ადამიანია , რომელიც , მეცნიერების
ამა თუ იმ დარგს შეისწავლის. ადამიანს ყოველთვის
უნდოდა უკეთესი მომავალი და სწორედ ამ სურვილის გამო მუდმივად ხდებოდა ახალი მეცნიერული
აღმოჩენები. ვთხოვ სამუშაო რვეულში გადაიწეროს სახელმძღვანელოდან ტერმინი ტექნოლოგია - განმარტება.
ვთხოვ მიპასუხოს -არის თუ არა მობილური ტელეფონი მეცნიერული ტექნოლოგიური მიღწევა? კიდევ , რომელ ტექნოლოგიებს გაიხსენებდა ყოველდღიური
ცხოვრებიდან? ან ილუსტრაციაზე ამოიცნოს თანამედროვე ტექნოლოგიები
|
სახელძღვანელო,
კალამი , რვეული მობილური ილუსტრაცია
|
3
|
მოსწავლეს
ავუხსნი, რომ მეცნიერი რაიმე პროცესის,
მოვლენის , ობიექტის შესწავლისას იყენებს კვლევის მეთოდს დაკვირვებას, რომ დაკვირვებისთვის მას სხვადასხვა ხელსაწყო სჭირდება,
ვთხოვ ჩემი ინსტრუქციის შესაბამისად ჩაატაროს
მარტივი ცდა ( ცდა: ჭიქაში ჩაასხი წყალი
და მარილი აურიე სანამ არ გაიხსნება ჩააგდე კვერცხი, მეორე ჭიქაში ჩაასხი წყალი და
ჩააგდე კვერცხი) დააკვირდი, გამოთქვი
ვარაუდი - იძირება თუ არა მარილიან წყალში
კვერცხი?
უპასუხე კითხვებს
:
-ორივე კვერცხი
ტივტივებს წყალში?
–რომელ ჭიქაში
ჩაიძირა კვერცხი?
-გამართლდა თუ არა შენი ვარაუდი?
-გამოიტანე დასკვნა.
|
ჭიქა, მარილი,
წყალი , კვერცხი, სახელმძღვანელო, კალამი, რვეული
|
4
|
მოსწავლეს შევახსენებ, რომ ბუნებისმეტყველება შეისწავლის
ბუნებას ჩვენს გარშემო, მეცნიერები იკვლევენ ყველაფერს , რაც ჩვენს გარშემო ხდება,
კვლევისა და დაკვირვებისთვის მათ კვლევის ხელსაწყოები სჭირდებათ, კვლევის ხელსაწყოებს
ვიყენებთ ასევე გაზომვებისთვის, ცდებისა და ექსპერიმენტებისთვის. ვთხოვ, სურათზე
მოცემულია კვლევის საჭირო ხელსაწყოები ( სახაზავი, ლუპა, მიკროსკოპი, თერმომეტრი,
სასწორი, წამზომი) ამოიცნოს და დაასახელოს
თითოეული მათგანი და შეძლებისდაგვარად ახსნას რისთვის გამოიყენება მოცემული ხელსაწყო.
შევახსენებ რომ სიგრძის საზომი ერთეულია: მმ, სმ, მ, კმ. ვთხოვ გაზომოს ფოთლის სიგრძე. შეარჩიოს კვლევის ხელსაწყო
გაზომოს : ფოთლის ყუნწის სიგრძე და ფოთლის ფირფიტას სიგრძე მონაცემები
ჩაიწეროს რვეულში .
|
სახელმძღვანელო,
სურათი, ფანქარი, სახაზავი, რვეული , ფოთოლი
|
გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული)
1bun.V.1. moswavles
SeuZlia praqtikul aqtivobebSi monawileoba da
kvleviTi unar-Cvevebis
demonstrireba
|
მოკლევადიანი მიზანი
1.2
|
მოსწავლეს შეუძლია მოცულობის , სიმკვრივის განსაზღვრა, კვლევითი აქტივობა უსაფრთხოების წესების დაცვით .
|
ჩამოწერეთ
მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა
თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე
|
რესურსი
|
|
1
|
მოსწავლე ვთხოვ ,
მანახოს მართკუთხედის სიგრძე, სიგანე
, სიმაღლე , გაიხსენოს სიგრძის საზომი ხელსაწყო და ერთეული, მასის საზომი ხელსაწყო
და ერთეული, ტემპერატურის საზომი ხელსაწყო
და ერთეული. ვკითხავ რა მოხდება თუ თასში გარკვეული რაოდენობის წყალზე მეტს
ჩავასხავთ? ავუხსნი რომ თასს აქვს თავისი მოცულობა და მასში გარკვეული მოცულობის წყალი ჩადის. განუმარტავ
,რომ მოცულობა ფიზიკური სიდიდეა და სხეულის მიერ დაკავებული ადგილია სივრცეში. ილუსტრაციაზე წარმოდგენილია გეომეტრიული ფიგურა
კუბი მისი მოცულობა არის: სიგრძეX სიგანეზე Xსიმაღლეზე, მოცულობის ერთეული კი არის კუბური
მეტრი (მ³) კუბური სანტიმეტრი(სმ³) , კუბური მილიმეტრი (მმ³). ავუხსნი რომ მოცულობას
აღნიშნავენ ლათინური ასოთი V. ვაჩვენებ ხელსაწყო მენზურას და ავუხსნი რომ არასწორი
უფორმო სხეულის და სითხეების, მოცულობას . მენზურის საშუალებით ზომავენ. მოსწავლე ვთხოვ მენზურაში ჩაასხას წყალი და უპასუხოს კითხვას რა მოცულობის წყალი ასხია მენზურაში. რა ფორმა
მიიღო წყალმა? ვთხოვ დახატოს მენზურა სამუშაო რვეულში.
|
სახელმძღვანელო, გეომეტრიული ფიგურა მართკუთხედი, კუბი, ილუსტრაცია, ცარცი დაფა, კალამი , რვეული, მენზურა,
წყალი,
|
2
|
მოსწავლეს შევახსენებ
რომ სამყაროში სხვადასხვა სახის ნივთიერებებია
, გაიხსენოს ფიზიკური სიდიდე მოცულობა. ვთხოვ
დააკვირდეს ორ ერთნაირი მოცულობის რკინისა და პლასტილინის ბურთულას და უპასუხოს კითხვას -რა მსგავსება და განსხვავებაა
მათ შორის? შევახსენებ რომ მათ შორის განსხვავებული მასა განპირობებულია იმით, რომ ისინი სხვადასხვა ნივთიერებისგან არის დამზადებული.
შესაბამისად სხვადასხვა სიმკვრივე აქვთ. განუმარტავ , რომ სიმკვრივე ფიზიკური სიდიდეა
და სხეულის ერთეული მოცულობის მასას გვიჩვენებს
. ვთხოვ დააკვირდეს პროცესს : წყლით სავსე
ჭურჭელში ჩააგდე რკინის და ხის კორპის საცობი - რა განსხვავებას ხედავ რკინის და ხის ბურთულას მდებარეობას შორის? ავუხსნი რომ ხის კორპის საცობი
იმიტომ ტივტივებს, რომ მისი სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე ნაკლებია, ხოლო რკინის ბურთურა
იმიტომ ჩაიძირა, რომ მისი სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე მეტია. ავუხსნი რომ სიმკვრივე
ჩაიწერება სიმბოლო p, სიმკვრივის
ერთეულია : გ/სმ³, ვკითხავ რა ემართება ადამიანს წყალში თუ მან ცურვა არ იცის? რატომ
იძირება ადამიანი?
|
სახელმძღვანელო, რკინის ბურთულა, პლასტილინის, ბურთულა, ილუსტრაცია, ცარცი დაფა, კალამი , რვეული, მენზურა,
წყალი, ჭურჭელი, წყალი, რკინის ბურთულა, ხის კორპის საცობი,
|
3
|
მოსწავლეს ვაჩვენებ სხვადასხვა ქიმიურ ჭურჭელს, ხელსაწყოებს
. ვთხოვ დაასახელოს მისთვის ნაცნობი ჭურჭლები და ხელსაწყოები და ახსნას მათი მნიშვნელობა.
ავუხსნი ლაბორატორიის მნიშვნელობას, ლაბორატორიაში მუშაობის წესებს, ვთხოვ იმუშაოს წყვილში და მეწყვილესთან ერთად
შეიმუშაოს ლაბორატორიაში ქცევის წესები, დააკვირდეს ილუსტრაციას და დაადგინოს
ლაბორატორიაში ქცევის რომელი წესი
დაარღვიეს მოსწავლეებმა. მოსწავლეს ილუსტრაციაზე
ვაჩვენებ ლაბორატორიაში მუშაობის გასათვალისწინებელ გამაფრთხილებელ ნიშნებს
, ვთხოვ ამოიცნოს
და ახსნას მისთვის ნაცნობი ნიშნის
მნიშვნელობა. განუმარტავ მოსწავლეს რომ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობას სპეციალური უნარ-ჩვევები: სიფრთხილე, ყურადღება
, დაკვირვება, ცოდნა, უსაფრთხოების წესების დაცვა , პირველადი დახმარების აღმოჩენის
ცოდნა სჭირდება.
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი , რვეული
|
გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული)
2. bun.V.2 მოსწავლე შეუძლია ორგანიზმისათვის საბინადრო გარემოსთან
შეგუებულობების მნიშვნელობაზე საუბარი
|
მოკლევადიანი მიზანი
2.1
|
მოსწავლეს
შეუძლია საუბარი ბუნებაში
mcenareebisa da cxovelebis საბინადრო გარემოზე.
|
ჩამოწერეთ
მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა
თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე
|
რესურსი
|
|
1
|
მოსწავლეს ავუხსნი რომ საბინადრო გარემო ის ადგილია სადაც
ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ, ვითარდებიან,იზრდებიან, მრავლდებიან. ვთხოვ მიპასუხოს-
სად ბინადრობს თევზი, ჭიაყელა, ადამიანი.შევახსენებ რომ საბინადრო გარემოა: წყალი,
ხმელეთი ნიადაგი, სხვა ორგანიზსმი. ავუხსნი, რომ საკვებისა და თავშესაფრის ძიებაში
სხვადასხვა საშუალებით და ხერხით გადაადგილდებიან . ვთხოვ დააკვირდეს ილუსტრაციას
და მიპასუხოს , რა ხერხით და საშუალებით
გადაადგილდება თევზი ,ცხენი , გველი ,ბაყაყი, სპილო? ვკითხავ -რისგან შედგება მცენარის, ცხოველის, ადამიანის საბინადრო გარემო? ვთხოვ დააკვირდეს ილუსტრაციას
და მისთვის ნაცნობი ცოცხალი ორგანიზმები
მიაკუთვნოს შესაბამის საარსებო გარემოს , დაკვირვების შედეგები ჩაიწეროს რვეულში
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი რვეული
|
2
|
მოსწავლეს შევახსენებ , რომ ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ
ყველგან, მათი საბინადრო გარემო განსხვავებულია რაც აგუებს ცოცხალს თავის საბინადრო
გარემოსთან. ვთხოვ გაიხსენოს - სად ბინადრობს
აქლემი? თავისი სიტყვებით დაახასიათოს უდაბნო
, სერვახსენებ რომ უდაბნოში მშრალი და ცხელი გარემოა, ქვიშნარი ნიადაგი, ცხოველები
დღის ცხელ პერიოდში ნიადაგში იმალებიან, საკვების მოსაპოვებლად გამოდიან შბინდებისას ,რადგან უდაბნოში მზის ჩასვლისთანავე
ტემპერატურა დაბლაიწევს და შედარებით გრილა.
ვთხოვ ილუსტრაციაზე ამოიცნოს საბინადრო გარემო -უდაბნო .
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო
|
3
|
მოსწავლეს ვთხოვ ამოიცნოს ცხოველი პინგვინი, და ისაუბროს
მის საბინადრო გარემოზე, შევახსენებ რომ პინგვინი ბინადრობს უკიდურეს სამხრეთში სადაც
ძალიან ცივა -დაბალი ტემპერატურაა, საკვების მოპოვებაში ეხმარება სწრაფი ცურვა და
ძლიერი ნისკარტი, ვთხოვ ილუსტრაციაზე ამოიცნოს
საარსებო გარემო, სადაც თეთრი დათვი სელაპი,
პინგვინი ბინადრობს და დაახასიათოს აღნიშნული
გარემო. მოსწავლეს ავუხსნი , რომ საბინადრო გარემო იწვევს ცოცხალის შეგუებას და უყალიბებს სასურველ ნიშნებს.
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო
|
გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული)
2. bun.V.2 მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმისათვის საბინადრო გარემოსთან
შეგუებულობების მნიშვნელობაზე საუბარი
|
მოკლევადიანი მიზანი
2.2
|
მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს ბუნებაში mcenareebisa
da cxovelebis შეგუებულობები.
|
ჩამოწერეთ
მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა
თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე
|
რესურსი
|
|
1
|
მოსწავლეს შვახსენებ
, რომ საბინადრო გარემოს ცოცხალი ეგუება
და უყალიბდება ცალკეული ნიშნები მაგ: სხეულის
ფორმა, ფერი ქცევა და სხვა . ვთხოვ დააკვირდეს თეთრი დათვის ილუსტრაციას და გაიხსენოს
მისი საბინადრო გარემო; რა ფერის არის(თეთრი) , როგორია მისი სხეულის ფორმა , თათის
ფორმა (განიერი), კვების ტიპი (ხორცისმჭამელი), ყურის და კუდის სიგრძე(მოკლე) , შევახსენებ
რომ აქვს კანქვეშა ცხიმის ფენა , სქელი ბეწვი,
რომელიც მას ეხმარება სხეულის სითბოს შენარჩუნებაში, მოკლე ყური და კუდი აფერხებს
სითბოს გაცემას, თათებზე ცხიმოვანი ბალიშები -ყინულზე და თოვლზე კონტაქტის დროს აფერხებს
სხეულში სიცივის შეღწევას, კარგი ყნოსვა და მხედველობა უადვილებს საკვების მოპოვებას.
ვთხოვ დააკვირდეს ილუსტრაციას და ამოიცნოს ყინვაგამძლე ცხოველები , დაკვირვების შედეგები
ჩაიწეროს რვეულში
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი რვეული
|
2
|
მოსწავლეს ვთხოვ დააკვირდეს კაქტუსს აღწეროს კაქტუსი, რა
არის კაქტუსის საბინადრო გარემო, ავუხსნი რომ კაქტუსი შეგუებულია გარემოს მაღალ ტემპერატურას
და მას განუვითარდა ფოთლების ნაცვლად ეკლები
რადგან შეამციროს წყლის აორტქლება, აქვს გრძელი ფესვთა სისტემა
რადგან ნიადაგის სიღრმიდან შეიწოვოს წყალი,
აქვს სქელი წვნიანი ღერო სადაც იმარაგებს წყალს. ვთხოვ სამუშაო რვეულში წარმოადგინოს
კაქტუსის ნახატი(როგორც შეძლებს) , ავუხსნი
რომ კაქტუსი გვალვაგამძლე მცენარეა.
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი , რვეული
|
3
|
მოსწავლეს შევახსენებ რომ ტყე საბინადრო გარემოა , სინათლე მცენარეს კვებისთვის სჭირდება ამიტომნებისმიერი
მცენარე სინათლისკენ მიისწრაფის, რაც უფრო
კარგად არის განვითარებულიმცენარე მით უკეთ შეძლებს ის საკვების წარმოქმნას . შევახსენებ რომ ტყე შეიძლება იყოს წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული,
ვთხოვ ილუსტრაციაზე ამოიცნოს და დააჯგუფოს შესაბამისი ტყის ტიპი. განუმარტავ იარუსის მნიშვნელობას და ავუხსნი რომ ტყე იარუსებად
(სართულებად) არის წარმოდგენილი, რადგან
იქ გავრცელებულია სხვადასხვა იარუსის მცენარეები
სადაც ასევე ბინადრობენ ცხოველები. შევახსენებ რომ მცენარე შეიძლება იყოს :ხე-მცენარე
, ბუჩქი, ბალახი ; ილუსტრაციაზე ვთხოვ აღნიშნოს თითოეული (ბუჩქნარის იარუსი, ხე
-მცენარეების იარუსი, ბალახოვნების იარუსი). ავუხსნი რომ იარუსი ნიადაგსაც ახასიათებს.
მოსწავლეს ვთხოვ იმუშაოს წყვილში, ილუსტრაციაზე მოცემული ცხოველები საბინადრო გარემოს
შესაბამისად მიაკუთვნოს შესაბამის ტყის ან ნიადაგის იარუსს.
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი , რვეული
|
4
|
მოსწავლეს ავუხსნი სხეულის შეფერილობას,მის სახეებს,
რომ სხეულის შეფერილობა გარემოსთან შეგუების
ერთ-ერთი ნიშანია. მფარველობითი შეფერილობა შეუმჩნეველს ხდის ორგანიზმს
მის საარსებო გარემოში, მაგ. კურდღელი მოწითალო-რუხი ფერით შეუმჩნეველია ზაფხულში,
მწვანე და გამხმარ ბალახს შორის, ზამთრის დადგომისას ის ფერს იცვლის და ის კვლავ შეუჩნეველია ზამთრის თოვლიან გარემოში.;
გამაფრთხილებელი შეფერილობა მკაფიო ფერებით მიუთითებს რომ ასეთი ორგანიზმი შხამით არის შეიარაღებული
და სახიფათოა; მიმბაძველობა კი ის მდგომარეობაა როცა ორგანიზმი სხეულის ფორმით და ფერით ემსგავსება
სხვა ორგანიზმს და ეს ორგანიზმი ამ საშუალებით თავს იცავს . მოსწავლეს ვთხოვ ილუსტრაციაზე ამოიცნოს : გამაფრთხილებელი, მიმბაძველობითი
და მფარველობითი შეფერილობა
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი , რვეული
|
გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული)
3. bun.V.6. moswavleს შეუძლია mzis
sistemis, zogierTi kosmosuri
sxeulis
ამოცნობა
აღწერს ადვილად დაკვირვებად ასტრონომიურ
მოვლენებს (მზის დაბნელება, მთვარის
დაბნელება)
|
მოკლევადიანი მიზანი
3.1
|
მოსწავლეს
შეუძლია საუბარი მზის სისტემაში პლანეტების განლაგებაზე
|
ჩამოწერეთ
მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა
თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე
|
რესურსი
|
|
1
|
მოსწავლეს ავუხსნი,
რომ მზის სისტემა სამყაროს შემადგენელი ნაწილია
, ვთხოვ გაიხსენოს რომელ ციურ სხეულებს იცნობს და ილუსტრაციაზე ამოიცნოს ციური სხეულები; შევახსენებ
რომ გალაქტიკა სამყაროს შემადგენელი ნაწილია,ჩვენს გალაქტიკას ,, რძიანი გზა „(ირმის
ნახტომი) ჰქვია. გალაქტიკაშია მზე, მთვარე, ვარსკვლავები პლანეტები, სხვა ციური სხეულები; გზას სადაც პლანეტები მოძრაობენ ორბიტა ჰქვია,
ყველა პლანეტა თავის ორბიტაზე მოძრაობს, ვთხოვ უპასუხოს შეკითხვას -რომელ პლანეტაზე
ცხოვრობენ ადამიანები? ილუსტრაციაზე ამოიცნოს
დედამიწა. მოსწავლეს ილუსტაციაზე დაკვირვებით ვთხოვ თანმიმდევრულად დაალაგოს მზის
სისტემის პლანეტები და შედეგები გადაიტანოს რვეულში, უპასუხოს შეკითხვას რიგით მერამდენე
პლანეტაა დედამიწა, მარსი , ვენერა. ვთხოვ
ილუსტრაციაზე დაკვირვებით ჩამოთვალოს დედამიწაზე დიდი პლანეტები.
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი, რვეული
|
2
|
მოსწავლეს შევახსენებ , რომ მზის სისტემაში შედის ვარსკვლავები რომელთა ერთობლიობა თანავარსკვლავედს ქმნის ვთხოვ
ილუსტრაციაზე ამოიცნოს თანავარსკვლავედი, ვარსკვლავი უზარმაზარი სფერული ფორმის გავარვარებული
აირის მნათობი სხეულია. ვკითხავ რა ფერის არის მზე ? შევახსენებ რომ მზეც ვარსკვლავია.
დედამიწასთან რაც უფრო ახლოს არის ვარსკვლავი
მით უფრო კაშკაშაა ის. დააკვირდი ილუსტრაციას და მონიშნე კასკაშა ვარსკვლავები. ავუხსნი რომ ვარსკვლავების
გაერთიანებას რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს ცის თაღზე თანავარსკვლავედი ეწოდება,
ვთხოვ იმუშაოს წყვილში და ილუსტრაციაზე
იპოვოს გედის, ლომის თანავარსკვლავედი.
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი რვეული,
|
3
|
გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული)
3. bun.V.6.
moswavleს შეუძლია mzis
sistemis, zogierTi kosmosuri sxeulis
ამოცნობა , აღწერს ადვილად დაკვირვებად ასტრონომიურ მოვლენებს
(მზის
დაბნელება, მთვარის დაბნელება)
|
მოკლევადიანი მიზანი
3.2
|
მოსწავლეს
შეუძლია დააკვირდეს , ამოიცნოს და აღწეროს ზოგიერთი ასტრონომიური მოვლენები , შეუძლია
ტერმინების ადეკვატურად გამოყენება
|
ჩამოწერეთ
მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა
თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე
|
რესურსი
|
|
1
|
მოსწავლეს შევახსენებ ,
რომ ბუნებაში მიმდინარე ყოველგვარი ცვლილება მოვლენაა. არსებობს ასტრონომიური
მოვლენები როგორიც არის მზის დაბნელება, მთვარის დაბნელება . მზე დედამიწის უახლოესი
ვარსკვლავია ის ჩვენგან 150მლნ კილომეტრითაა დაშორებული. მოვლენას როდესაც დედამიწასა
და მზეს შორის ჩადგება მთვარე მზის დაბნელება ჰქვია, მთვარე ეფარება მზეს და სინათლის
შემოსვლა დედამიწაზე შეფერხებულია, მოსწავლეს ვთხოვ ამოიცნოს ილიუსტრაცია სადაც მზის
დაბნელების მოვლენაა წარმოდგენილი,
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი რვეული
|
2
|
მოსწავლეს ვთხოვ მთვარის დაბნელების სურათს და აღწეროს მთვარის
დაბნელების მოვლენა , მოსწავლეს შევახსენებ რომმთვარე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია,
ის დედამიწასთან ერთად მოძრაობ , მთვარეს თავისი სინათლე არ აქვს და ის დედამიწაზე
შემოსული მზის ანარეკლი სხივით ნათდება,
მთვარეზე დღისით ძალიან ცხელა ღამით კი ცივა,იქ სუნთქვისთვის აუცილებელი ჰაერი არ
არის, მთვარეზე ადამიანს სკაფანდრი და ჰაერის
რეზერვუარი სჭირდება. მოსწავლეს ვთხოვ შეადაროს
მთვარისა და მძის დაბნელების მოვლენა.
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი , რვეული
|
3
|
მოსწავლეს ავუხსნი რომ მრავალი წლის მანძილზე გროვდებოდა
ცოდნა სამყაროს შესახებ . ადამიანი უძველესი დროიდან აკვირდებოდა ცას, ვარსკვლავებს,
ამ ადამიანებს ძველად ვარსკვლავთმრიცხველებს უწოდებდნენ დღეს კი ასტრონომებს. შევახსენებ
რომასტრონომიული დაკვირვება სპეციალური დაწესებულებასი-ობსერვატორიაში ხდება, ვთხოვ
გაიხსენოს ხელსაწყო , რომლის საშუალებითაც აკვირდებიან ციურ სხეულებს? ავუხსნი რომ დღეს
სამყაროს შესწავლა კოსმოსური სადგურებიდან და
კოსმოსური ხომალდებით ხდება . პირველად კოსმოსში იური გაგარინი გაფრინდა
1961 წელს 12 აპრილს. პირველი ქალი კოსმონავტი
ვალენტინა ტერეშკოვა კოსმოსში 1963 წლის 16 ივნის გაფრინდა . მოსწავლეს ვთხოვ დაუკვირდეს
ილუსტრაციას და თითოეულ სხეულს შეუსაბამოს
შესაბამისი სახელი. ( სკაფანდრი, დედამიწა, მზე, მთვარე, გალაქტიკა, ორბიტა, ტელესკოპი,
ასტრონავტი, ობსერვატორია , მზის სისტემა)
|
ილუსტრაცია,
სახელმძღვანელო, კალამი , რვეული
|
Комментариев нет:
Отправить комментарий