სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლა 2022-2023 სასწავლო წელს VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას ეკო-კლუბში. რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს
https://forms.gle/VpAP7sG4GvSeKqkc6
ეკო-კლუბის სახელწოდება : ,,მწვანე ნაკვალევი“
კლუბის სლოგანი: „შენ
არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი
წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ“
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
კლუბის ემბლემა:
ეკო კლუბის წესდება:
1.ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ ქაქუცა
ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლის სასკოლო ეკო კლუბი ,,მწვანე ნაკვალევი” დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია ერთი წლის ვადით.
1.3 . კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
1.4. კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი ვარკეთილი 3, II მ/რ
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. ცოცხალი სამყაროს შესწავლის
მიმართ ინტერესის გაზრდა;
2.2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
2.3. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.4. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების განხორციელება;
2.5. მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების განვითარება;
2.6. მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების
შეძენა.
2.7. სამოქალაქო ცნობიერების
ამაღლება და პასუხისმგენლობის გაზრდა.
2.8. ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების
მიღებისა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილების შეძენა.
2.9. გარემოს დაცვითი
აქტივობების განხორციელება;
2.10. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VII-XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა
გაიაროს რეგისტრაცია ბმულზე ან მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით).
3.4. კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.
3.5. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევეკლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს, აგრეთვე მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არა უმეტეს 20 მოსწავლისა;
4.2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას ერთპიროვნულად.
4.4. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს კლუბის ლიდერი.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება: საერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
7. დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
კლუბის კურატორი: ბიოლოგიის მასწავლებელი ეკა უჩანეიშვილი .
Комментариев нет:
Отправить комментарий